ჩვენი ქვეყანა უკრაინაში დღემდე ყველაზე დიდი მხარდაჭერის პაკეტის გაგზავნას აპირებს. მხარდაჭერის პაკეტი მოიაზრებს 92 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას, - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ბელგია უკრაინას მიაწვდის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ტყვიამფრქვევებს, ყუმბარებს, საბრძოლო მასალას, საზენიტო რაკეტებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და მსუბუქ ჯავშანტექნიკას.
”ამ ომის დაწყებიდან ჩვენმა ქვეყანამ დიდი ძალისხმევა გაიღო უკრაინის მხარდასაჭერად, ჩვენმა ქვეყანამ უკვე გასცა 146 მილიონი ევრო სამხედრო დახმარება. დღეს მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში 92 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გაგზავნის შესახებ", - განაცხადა ალექსანდრე დე კროომ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press