მე არავიზე ნაწყენი არ ვარ, მინდა ყველას ვუთხრა, რომ მე არც ბოღმას დავიტოვებ გულში და არც რაიმე პირადი წყენები მაქვს, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.
მისივე თქმით, მისი ოპონენტი საუბრობს, რომ ვიღაცეებზე ნაწყენია და არჩევნების დასრულების შემდეგ პარტიიდან გააგდებს. მან დასძინა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში მსგავსი არ მოხდება, ვინაიდან ბევრად მნიშვნელოვანი ქვეყნის მომავალია, ამიტომ ის ხელს უწვდის ყველა თანაპარტიელს რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლაში.
"ჩემი ოპონენტი საუბრობს, რომ ვიღაცას გააგდებს, რომ არ უნდა ბოტკოველი, არ უნდა კირკიტაძე, ლევან ვაშალომიძე, ვიღაცა თურმე ნაწყენია გენერალ ჯანაშიაზე, უკაცრავად, მე არავიზე ნაწყენი არ ვარ, მინდა ყველას ვუთხრა, რომ მე არც ბოღმას დავიტოვებ გულში და არც რაიმე პირადი წყენები მაქვს, ჩემთვის ბევრად მნიშვენლოვანია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავალი, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებში გავიმარჯვებ. დღეს ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მე მათ ვუწვდი ხელს რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების დღედ 2023 წლის 28-29 იანვარი განისაზღვრა, პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი იბრძოლებენ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press