გულწრფელი ადამიანების დეფიციტმა გამოიწვია ნაცმოძრაობაში ეს უსუსური მდგომარეობა, რაც ახლა პარტიას აქვს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიის მოქმედი თავჯდომარე არ მოქმედებს საკმარისად. აქედან გამომდინარე მუმლაძემ მხარდამჭერებს შესთავაზა, რომ დაუჭირონ მხარი, რათა გულწრფელად დაიწყოს ცვლილებები "ნაციონალურ მოძრაობაში".
"გულწრფელი ადამიანების დეფიციტმა გამოიწვია ნაცმოძრაობაში ეს უსუსური მდგომარეობა, რაც ახლა პარტიას აქვს. ამიტომ ვთავაზობ ჩემს მხარდამჭერებს, დამიჭირეთ მხარი და ვიბრძოლოთ გულწრფელად. მათ შორის, ერთი ხმისთვის. ნუგზარ ფუტკარაძე რომ მოკლა რეჟიმმა ბათუმში, სრულიად საკმარისი იყო, რომ ხელისუფლება შეგვეცვალა, თუ ჩვენ ვიმოქმედებდით. ადამიანი სიკვდილი არ უნდა შერჩეს ხელისუფლებას სკამისთვის. რომ ვერ იმოქმედა ოპოზიციამ, მათ შორის ნიკა მელიას მივმართავ, ეს არის ჩვენი სირცხვილი და მთელი ოპოზიციის სირცხვილი", - განაცხადა მუმლაძემ.
შეგახსენებთ, პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების დღედ 2023 წლის 28-29 იანვარი განისაზღვრა, პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი იბრძოლებენ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press