მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ევროპაში ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, რამაც საშინელი ტრაგედიები გამოიწვია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომიტეტის მცდელობა, დააბრუნოს რუსი სპორტსმენები შეჯიბრებებსა და ოლიმპიურ თამაშებზე, არის მცდელობა მთელ მსოფლიოს უთხრას, რომ ტერორი შეიძლება იყოს მისაღები.
„უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისმა ზეწოლამ გადაწონოს რუსი ოკუპანტების თავდასხმის შესაძლებლობები... დღეს მე გავუგზავნე წერილი პრეზიდენტ მაკრონს სწორედ ამასთან დაკავშირებით. პარიზის ოლიმპიადისთვის მზადებისას დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ რუსეთი ვერ გამოიყენებს მას ან სხვა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას აგრესიის ან საკუთარი სახელმწიფო შოვინიზმის პროპაგანდისთვის. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ევროპაში ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, რამაც საშინელი ტრაგედიები გამოიწვია. იყო მძიმე ოლიმპიური შეცდომაც, ოლიმპიური მოძრაობა და ტერორისტული სახელმწიფოები არ უნდა იკვეთებოდეს ერთმანეთთან“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press