უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 126 650-მდე ჯარისკაცი დაკარგა.
რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 24 თებერვლიდან 30 იანვრის 06:00 საათისთვის ასეთია:
ჯარისკაცი - დაახლოებით 126 650; ტანკი - 3 201; ჯავშანტექნიკა - 6 369; საარტილერიო სისტემა - 2 196; სარაკეტო სისტემა - 453; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 221; თვითმფრინავები - 293; ვერტმფრენი - 284; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1 947; საკრუიზო რაკეტები - 796; გემი/ნავი/კატარღა - 18; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 5 041; სპეციალური აღჭურვილობა - 199. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აკეთებს თავად რუსეთი.
ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press