საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა და ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა.
როგორც ალასანიამ კლინიკა "ვივამედში" ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, სააკაშვილი პარტიის წევრებს ერთიანობისკენ მოუწოდებს.
"არჩევნების პროცესში არანაირად არ ჩარეულა. ახლა აქვს ასეთი პოზიცია - ძალიან დიდ პატივს ვცემ ნიკა მელიას და მიმაჩნია, რომ ის ნამდვილი გმირია. ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს და ვუსურვებ მას ძალიან დიდ წარმატებასო. და კიდევ - ძალიან დიდი სურვილი აქვს, ყველას ახსოვდეს, რომ ძალა არის ერთობაში და არავითარ დაშლაზე რომ არ იყოს ლაპარაკი", - თქვა გიული ალასანიამ.
შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ხაბეიშვილმა არჩევნებში ხმების 52,58% მიიღო, რითაც თავმჯდომარეობისთვის ბრძოლაში ნიკა მელია, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე დაამარცხა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press