არჩევნების შედეგები არ მაძლევს იმედის საფუძველს, რომ დაიწყება ისეთი პროცესი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ყოფილი კანდიდატი, ნონა მამულაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მამულაშვილის შეფასებით, პოლიტიკაზე ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა, რაც პრობლემას წარმოადგენს.
"ვულოცავ ლევანს გამარჯვებას! დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და დიდი მადლობა მათ, ვინც მე დამიჭირა მხარი. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არჩევნების შედეგები არ მაძლევს იმედის საფუძველს, რომ დაიწყება ისეთი პროცესი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო გარემომ აჩვენა...
ლევანს ბევრ წარმატებას ვუსურვებ, პრობლემა ახლა ის არ არის. პრობლემა ისაა, რომ დიდ სურათში - ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე. მინდა მჯეროდეს, რომ ის შედეგი არ დადგება, რაც როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში დგება ხოლმე",- წერს მამულაშვილი.
შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ხაბეიშვილმა არჩევნებში ხმების 52,58% მიიღო, რითაც თავმჯდომარეობისთვის ბრძოლაში ნიკა მელია, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე დაამარცხა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press