საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არის ომის, მკვლელობისა და განადგურების ხელშემწყობი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოლიმპიური კომიტეტი სიამოვნებით უყურებს, როგორ ანადგურებს რუსეთი უკრაინას და შემდეგ სთავაზობს რუსეთს გენოციდის ხელშეწყობის პლატფორმას.
"ოლიმპიური კომიტეტი სიამოვნებით უყურებს, როგორ ანადგურებს რუსეთი უკრაინას და შემდეგ სთავაზობს რუსეთს გენოციდის ხელშეწყობის პლატფორმას.
აშკარაა, რომ რუსული ფული, რომელიც ყიდულობს ოლიმპიურ ფარისევლობას, უკრაინის სისხლის სუნი არ ასდის", - განაცხადა პოდოლიაკმა.
შეგახსენებთ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) 25 იანვარს მოუწოდა სპორტულ ფედერაციებს, დაუშვან რუსი და ბელორუსი სპორტსმენებს ნეიტრალურ სტატუსში ასპარეზობა, რამდენიმე პირობის გათვალისწინებით, მათ შორის იმ პირობით, რომ ისინი არ უჭერენ მხარს ომს.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა სპორტულ კომიტეტს, რომ არ დაუშვან რუსი სპორტსმენები 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არსებობს ნეიტრალიტეტი, როცა ასეთი ომია და რომ, რუსი სპორტსმენების ნებისმიერი ნეიტრალური დროშა სისხლით არის შეღებილი.
ისტორიაში პირველად, ირანმა ისრაელის ტერიტორიაზე...
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც ...
სტეფანაკერტში საჰაერო დაბომბვის სიგნალები გააქტ...
ამ დროისთვის პუტინის პრიორიტეტი ნახ...
"დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნები გაზრდი...
Mana press