ამერიკისა და რუსეთს შორის ბირთვული შეთანხმება, 2026 წლის შემდეგ შეიძლება შეწყდეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვაშინგტონი გააზრებულად ხელმძღვანელობს მისივე ეგოისტური ინტერესების გათვალისწინებით, სხვა ყველაფერს კი უგულებელყოფენ.
მან დასძინა, რომ ვაშინგტონის მიერ აღებულმა კურსმა შეიძლება გამოიწვიოს, სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმების შეწყვეტა.
"სამწუხაროდ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვაკვირდებით ვაშინგტონის საკმაოდ გააზრებულ ქმედებებს, რომ იხელმძღვანელოს მხოლოდ მისი ეგოისტური ინტერესებით, სხვა ყველაფერს კი უგულებელყოფენ... START-იც ამ კურსის მსხვერპლი შეძლება გახდეს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამ სცენარისთვის", - განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-ამერიკის ბირთვული იარაღის შესახებ შეთანხმებას ვადა 2026 წლის 4 თებერვალს გასდის.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press