სააკაშვილის ჩამოსვლამ ვერ მისცა პარტიას ახალი მუხტი და თქვენ გგონიათ ჩემი „ხაბე“ ამას იზამს? ეს ხომ აბსურდია, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა, "ნაციონალური მოძრაობის" არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც ხმათა უმრავლესობით პარტიის ახალ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს.
მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა კარგად გაიაზრეს, რომ პარტიის წევრების ქმედებები ვიწროპარტიული ინტერესები და მათ არ აინტერესებთ არც საქართველოს ინტერესები, არც მოსახლეობის და არც მხარდამჭერების.
მან დასძინა, რომ ლევან ხაბეიშვილი მერაბიშვილს და კეზერაშვილს ეყდრნობა და მათი წარმომადგენელია პარტიაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა კარგად გაიაზრეს კიდევ ერთხელ, რომ ეს არის ვიწროპარტიული ინტერესები, რომელსაც არ აინტერესებს არც საქართველოს ინტერესები, არც მოსახლეობის და არც მათი მხარდამჭერების, ამიტომაც აი 21 ათასმა ასეთი მრავალრიცხოვანი პარტიის თავმჯდომარედ აირჩია ჩემი „ხაბე“. სააკაშვილის ჩამოსვლამ ვერ მისცა პარტიას ახალი მუხტი და თქვენ გგონიათ ჩემი „ხაბე“ ამას იზამს? ეს ხომ აბსურდია. ვიღაცებს ეგონათ, რომ ეს იყო ახალი „ნაციონალური მოძრაობა“. აი, ახალგაზრდები მოიყვანეს, ახალ პლატფორმაზე დგას და დასრულდა ერთმანეთის ჩაწერა, შანტაჟი, ცემა-ტყეპა, თურმე პირიქით, ჩემი „ხაბე“ ეყდრნობა მერაბიშვილს და კეზერაშვილს და მათი წარმომადგენელია თურმე განახლებულ პარტიაში“, - განაცხადა ზარქუამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press