უკრაინის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს აქვს მჭიდრო ორწლიანი გრაფიკი ევროკავშირის წევრობისთვის უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული პოლიტიკური ჟურნალისტური მედია ორგანიზაცია, Politico ავრცელებს.
შმიგალის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გასაერთიანებლად ძალიან ამბიციური გეგმა აქვს და იმედს იტოვებს, რომ წელს უკვე უკრაინა შეძლებს გაწევრიანებისწინა მოლაპარაკებების გამართვას.
მან დასძინა, რომ უკრაინას კორუფციის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის მიდგომა აქვს და დარწმუნებულია, რომ უკრაინაში კორუფციის საკითხი აღმოიფხვრება.
„ძალიან ამბიციური გეგმა გვაქვს, რომ ევროკავშირს ორ წელიწადაში გავწევრიანდეთ. ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ წელს უკვე შევძლებთ ევროკავშირში გაწევრიანებისწინა მოლაპარაკებების გამართვას
ჩვენ კორუფციის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის მიდგომა გვაქვს. სამწუხაროდ, კორუფცია გუშინ არ დაბადებულა, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ კორუფციას აღმოვფხვრით“, - განაცხადა დენის შმიგალმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press