სააკაშვილი მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს საქართველოში, ეს ადამიანი პრაქტიკულად აღიარებს, რომ არის აგენტი, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას.
მისივე თქმით, სააკაშვილისნაირი პრეზიდენტები მომავალში საქართველომ აღარ უნდა იხილოს და ზოგადად მისნაირი ადამიანები პოლიტიკის წინა პლანზე აღარ უნდა იყვნენ.
„სააკაშვილს იმასაც კი არ ეუბნებიან თუ რა მიზნისთვის ჩაჰყავთ სხვა ქვეყანაში და ამ შემთხვევაში საქართველოში. მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს საქართველოში, რაც ასევე სამწუხარო მოვლენაა. ეს ადამიანი პრაქტიკულად აღიარებს, რომ არის აგენტი. ქვეყანას 9 წელი მართავდა და ამის გამო მიიყვანა ქვეყანა იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობამდეც მიიყვანა. ასეთი პრეზიდენტები მომავალში საქართველოში არ უნდა ვიხილოთ. ზოგადად, ასეთი ადამიანები პოლიტიკის წინა პლანზე საქართველოში აღარ უნდა იყვნენ“, - განაცხადა კობახიძემ.
„ლონდონი გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს ო...
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
Mana press