დაძაბულობის განსამუხტად და არა მის კიდევ უფრო გასაღვივებლად ნაბიჯების გადადგმა ყველას პასუხისმგებლობაა, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, რომელიც ისრაელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
მისივე თქმით, იერუსალიმთან მომხდარ სისასტიკეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ეს ინდივიდებზე თავდასხმაა. ეს იყო თავდასხმა აღმსარებლობის თავისუფლებაზეც.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ისრაელსა და პალესტინას სიმშვიდისკენ მოუწოდა.
"დაძაბულობის განსამუხტად და არა მის კიდევ უფრო გასაღვივებლად ნაბიჯების გადადგმა ყველას პასუხისმგებლობაა. პარასკევს მომხდარ სისასტიკეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ეს ინდივიდებზე თავდასხმაა. ეს იყო თავდასხმა აღმსარებლობის თავისუფლებაზეც. ასეთ ქმედებას და მასთან ერთად, ტერორიზმის ნებისმიერი სახის გამოვლინებას, რისი მიზანიც მსხვერპლის ვინაობისგან დამოუკიდებლად უდანაშაულო ადამიანების მოკვლაა, მკაცრად ვგმობთ. შურისძიება სათანადო პასუხი არ არის. ამას მსხვერპლად კიდევ უფრო მეტი ადამიანი ეწირება" - განაცხადა ბლინკენმა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press