Foto

უკრაინის პრეზიდენტი - რუსულმა ტერორმა ყველგან და ყველაფერში უნდა წააგოს

რუსულმა ტერორმა ყველგან და ყველაფერში უნდა წააგოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ყურადღება დანიის დელეგაციასთან შეხვედრის დეტალებზე გაამახვილა და თქვა, რომ საუბარი უკრაინის თავდაცვის საჭიროებებს შეეხებოდა.

"ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ უკრაინის თავდაცვის საჭიროებებზე - იმის შესახებ, თუ რა შეიძლება დაგვეხმაროს ჩვენი ტერიტორიის გათავისუფლებაში და რა გვჭირდება უკრაინის აღმშენებლობის კონტექსტში. მიკოლაევი არის ქალაქი, რომლის აღდგენაზეც დანიამ პატრონაჟი საკუთარ თავზე აიღო... რუსულმა ტერორმა ყველგან და ყველაფერში უნდა წააგოს - ბრძოლის ველზეც და იმაშიც, რომ ჩვენს ქვეყანას არ დარჩეს არც ერთი ნანგრევი, რომ ჩვენ შევძლოთ ყველაფრის აღდგენა და ამით დავამტკიცოთ, რომ თავისუფლება უფრო ძლიერია", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დანიას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიქსენთან ერთად, მიკოლაევსა და ოდესაში იმყოფებოდა.