Foto

ბაიდენის განცხადებით, აშშ უკრაინაში F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას არ გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინაში F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს არ გაგზავნის იმ პირობებშიც კი, როდესაც აშშ, არტილერიისა და ტანკების სახით, კიევისთვის სამხედრო დახმარებას აძლიერებს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, გაგზავნის თუ არა F-16 ტიპის თვითმფრინავებს უკრაინაში, ბაიდენმა თქვა - "არა".

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ გასულ კვირას აღიარა, რომ პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბრძოლო თვითმფრინავები ითხოვა. 

„ჩვენ გამუდმებით ვესაუბრებით უკრაინელებს მათ საჭიროებებზე და გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ მათ დასაკმაყოფილებლად - და თუ ეს არ შეგვიძლია, ეს შეუძლია ჩვენს ზოგიერთ მოკავშირეს და პარტნიორს“, - თქვა კირბიმ.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში Bradley-ს 60-ზე მეტი საბრძოლო მანქანა უკვე გაგზავნა. ტვირთმა ჩრდილოეთ ჩარლსტონის სანაპიროები გასულ კვირას დატოვა.