ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინაში F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს არ გაგზავნის იმ პირობებშიც კი, როდესაც აშშ, არტილერიისა და ტანკების სახით, კიევისთვის სამხედრო დახმარებას აძლიერებს.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, გაგზავნის თუ არა F-16 ტიპის თვითმფრინავებს უკრაინაში, ბაიდენმა თქვა - "არა".
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ გასულ კვირას აღიარა, რომ პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბრძოლო თვითმფრინავები ითხოვა.
„ჩვენ გამუდმებით ვესაუბრებით უკრაინელებს მათ საჭიროებებზე და გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ მათ დასაკმაყოფილებლად - და თუ ეს არ შეგვიძლია, ეს შეუძლია ჩვენს ზოგიერთ მოკავშირეს და პარტნიორს“, - თქვა კირბიმ.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში Bradley-ს 60-ზე მეტი საბრძოლო მანქანა უკვე გაგზავნა. ტვირთმა ჩრდილოეთ ჩარლსტონის სანაპიროები გასულ კვირას დატოვა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press