პაკისტანში, ქალაქ ფეშავარში მდებარე ერთ-ერთ მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ამ დროისთვის კლინიკებში 100-ზე მეტი დაშავებულია გადაყვანილი, შემთხვევის ადგილზე კი, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.
პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა დაგმო მომხდარი და ქვეყანაში გლოვა გამოაცხადა.
„ტერორისტებს სურთ, შეაშინონ ისინი, ვინც პაკისტანს იცავს", - განაცხადა შარიფმა.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ ფეშავარში მდებარე ერთ-ერთ მეჩეთში აფეთქება გუშინ, 30 იანვარს მოხდა. ქვეყნის სპეცსამსახურების ინფორმაციით, მეჩეთში ლოცვის დროს თავი, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. პაკისტანის "თალიბანმა" ფეშავარში მომხდარ თავდასხმასთან კავშირი უარყო.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press