"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაჰყავთ.
როგორც ჩალაძემ მედიის წარმომადგენლებს ცოტა ხნის წინ უთხრა, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზეა.
"ამ წუთებში პრეზიდენტი სააკაშვილი გადაჰყავთ რეანიმაციაში. ამ წუთას ჩამოვედი პირად ექიმთან საუბრის შემდეგ, ბატონი ზურაბიც საქმის კურსშია. პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საგანგაშო და კრიტიკულ ზღვარზე. მისი სიცოცხლის შესანარჩუნებელი ღონისძიებების გასატარებლად, საჭიროა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფებოდეს რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ წუთებში, მზადდება რეანიმაციული პალატა", - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" არ გაჰყავთ.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press