რუსმა ოკუპანტებმა ოდესღაც მყუდრო ქალაქი ბახმუტი ნანგრევებად აქციეს, - ამის შესახებ დონეცკის ოლქის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, მომხდარი დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთა შორის კი ერთი არასრულწლოვანი ბიჭია. მან დასძინა, რომ რუსები კლავენ ყველას, ვისზეც ხელი მიუწვდებათ.
"რუსმა ოკუპანტებმა ოდესღაც მყუდრო ქალაქი ბახმუტი ნანგრევებად აქციეს. ზედიზედ რამდენიმე თვეა, ოკუპანტები მიზანმიმართულად კლავენ მის მცხოვრებლებს. რამდენიმე საათის წინ მომხდარი კიდევ ერთი დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანი ბიჭია...რუსები მიწასთან ასწორებენ ბახმუტს, კლავენ ყველას, ვისზეც ხელი მიუწვდებათ", - წერს კირილენკო.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press