Foto

პაპუაშვილი - 2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო 41-ე ადგილზეა გლობალურ დონეზე

2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო 41-ე ადგილზეა გლობალურ დონეზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით ისეთივე ადგილი უკავია, როგორც ჩეხეთს, იტალიასა და სლოვენიას. 

მან დასძინა, რომ საქართველო კორუფციის აღქმის საკითხში ევროკავშირის 9 წევრ სახელმწიფოს და ყველა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას უსწრებს.

„2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო 41-ე ადგილზეა გლობალურ დონეზე, პირველად შევიდა ევროპის საუკეთესო ოცეულში. ისეთივე ადგილი უკავია, როგორც ჩეხეთს, იტალიასა და სლოვენიას, ევროკავშირის 9 წევრ სახელმწიფოსა და ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს. ევროპის 5 საუკეთესო ქვეყანას შორის არის გაუმჯობესებული ანტიკორუფციული მაჩვენებლებით“, - წერს შალვა პაპუაშვილი