აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას გეგმავს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივნის პირველმა მოადგილემ ოლივია დალტონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. იუწყება Ukrinform.
მისივე თქმით, ამჟამად შეერთებული შტატები უკრაინაში იარაღისა და უსაფრთხოების დახმარების მნიშვნელოვან ნაწილს გზავნის და ამასთან ერთად, საჭიროებებთან დაკავშირებით მუდმივ კონტაქტზე არიან უკრაინულ მხარესთან.
„ამჟამად ჩვენ ვაგზავნით იარაღის მნიშვნელოვან ნაწილს და უსაფრთხოების დახმარებას უკრაინაში, რათა რუსული აგრესიის საპასუხოდ დააკმაყოფილოს მათი საჭიროებები ბრძოლის ველზე . ჩვენ უკვე გავგზავნეთ არტილერია, საბრძოლო მასალა, ჯავშანტექნიკა, საჰაერო თავდაცვისთვის მნიშვნელოვანი აღჭურვილობა. ჩვენ რეგულარულად ვუკავშირდებით უკრაინულ მხარეს მათ საჭიროებებთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ გვექნება მეტი უსაფრთხოების დახმარება, რომლის შესახებაც მალე გამოვაცხადებთ“, - განაცხადა დალტონმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press