საფრანგეთი უკრაინაში დამატებით Caesar-ის ტიპის 12 ჰაუბიცს გაგზავნის, გარდა იმ 18 ჰაუბიცისა, რომელიც პარიზმა უკვე მიაწოდა კიევს, - ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, თვითმფრინავების გაგზავნის საკითხზე "არ არსებობს ტაბუ", მაგრამ დაკმაყოფილებული უნდა იყოს სამი კრიტერიუმი : უკრაინის მხრიდან მოთხოვნილმა იარაღმა არ უნდა შეამციროს საფრანგეთის თავდაცვის ძალები, იარაღი უნდა იყოს გამოსადექი და გამოსაყენებელი უკრაინისთვის და გადაცემული იაღარი უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ თავდაცვითი მიზნისთვის.
მან დასძინა, რომ კიდევ ერთი პრიორიტეტი უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნაა და მათგან 2000 საფრანგეთში წვრთნას ზაფხულისთვის გაივლის.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press