რუსეთის ელჩების ევროპის ნებისმიერ დედაქალაქში დატოვებას აზრი აღარ აქვს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
როგორც ლანდსბერგისმა რიგაში, ბალტიისპირელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ევროკავშირის ყველა ქვეყანამ რუსი ელჩები უნდა გააძევოს.
„რუსეთის ელჩების ევროპის ნებისმიერ დედაქალაქში დატოვებას აზრი აღარ აქვს. უმრავლეს შემთხვევაში ეს უკვე არა დიპლომატიური, არამედ პროპაგანდის ინსტიტუტია, რომელიც ხელს აფარებს სამხედრო დანაშაულებებს და ზოგადად, გენოციდის პროპაგანდას ეწევა “, - განაცხადა ლანდსბერგისმა.
აღსანიშნავია, რომ ლიეტუვამ რუსეთის ელჩი ქვეყნიდან გასული წლის აპრილში გააძევა. რუსეთის ელჩების გაძევების შესახებ გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადეს ესტონეთმა და ლატვიამაც. ტალინის აღნიშნული ნაბიჯი იყო პასუხი მოსკოვის მიერ ელჩის გაძევებაზე, ლატვიამ კი სოლიდარობა ბალტიისპირელ მეზობელს გამოუცხადა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press