Foto

პეტრ პაველი - უკრაინა იმსახურებს ნატო-ში გაწევრიანებას

უკრაინა იმსახურებს ნატო-ში გაწევრიანებას, - ამის შესახებ ჩეხეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა. როგორც პაველმა BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, უკრაინას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობა "ომის დასრულებისთანავე" უნდა მიეცეს. 

ჩეხეთის პრეზიდენტი, რომელიც ნატო-ს ყოფილი გენერალია, ფიქრობს, რომ ამ დროისთვის, კიევი ალიანსთან შესაერთებლად „მორალურად და პრაქტიკულად მზად იქნება“.

„მე ვამაყობ იმით, რომ ჩემი ქვეყანა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება გაუწია“, - უთხრა პეტრ პაველმა BBC-ს.

პრეზიდენტის განცხადებით, ომში ჩართული ქვეყნისთვის დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერის ნაწილში "შეზღუდვები არ უნდა არსებობდეს".