თუ პაციენტს სურს, რომ მკურნალობა გააგრძელოს რეანიმაციულ განყოფილებაში მიუხედავად იმისა, რომ პარამეტრები არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში ყოფნას, ჩვენ ამაზე თანახმა ვართ, - ამის შესახებ "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ჩხაიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს "ამის სურვილი ნაკლებად აქვს".
"გუშინ დილიდანვე, როგორც ყოველდღიურად ხდება, კონსილიუმი შეიკრიბა, ინახა პაციენტი სხვადასხვა სპეციალობის ექიმების მიერ. შეფასდა მისი მდგომარეობა და გრძელდებოდა მკურნალობა ინტენსიურ პალატაში, რომელშიც ის იმყოფება ახლა. მიუხედავად იმისა, რომ პარამეტრები გუშინაც და დღესაც არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას, თუ ეს იქნება მოთხოვნა ამ სახის, რომ მკურნალობას ის დათანხმდება თუ ის იქნება რეანიმაციულ განყოფილებაში, კლინიკა ამაზე თანახმაა. ამოსავალი ჩვენი არის პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება. რასაც თვითონ აირჩევს, რაზეც თვითონ დაგვთანხმდება, ჩვენ ამ ყველაფერზე თანახმა ვართ... პაციენტი ძალიან სუსტად გრძნობს თავს, ამიტომაც მას ხშირად აქვს კოორდინაციის დარღვევის მომენტები იქიდან გამომდინარე, რომ ვერ იღებს იმას, რაც მისთვის აუცილებელია", - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
ცნობისთვის, გუშინ, 31 იანვარს ენმ-ის წევრმა, გიორგი ჩალაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად ამზადებდნენ. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს "ვივამედის" დირექტორმა, ნინო ნადირაძემ არ დაუდასტურა და თქვა, რომ ექსპრეზაიდენტი მკურნალობას პალატაში აგრძელებდა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press