საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება, ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერს სასწრაფო პლენარულ დებატებს ევროპარლამენტში,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი, მირიამ ლექსმანი Twitter-ზე წერს.
ლექსმანის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.
"საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება. ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერს სასწრაფო პლენარულ დებატებს ევროპარლამენტში. მას უნდა მიეცეს საშუალება სასწრაფოდ გაიაროს სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ. მის ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას",- წერს ლექსმანი.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობას განიხილავს. დღევანდელ სასამართლო პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ჩაერთო.
შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.
მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press