მე მივიღე რამდენიმე წერილი მიხეილ სააკაშვილისგან, რომლებიც ნამდვილად შემზარავია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა.
ფოტიგამ მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მის მოთხოვნას, რომ დაუყოვნებლივ გამართულიყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული დებატები.
მან დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ საჭიროებს საზღვარგარეთ მკურნალობას.
"მე მივიღე რამდენიმე წერილი მიხეილ სააკაშვილისგან, რომლებიც ნამდვილად შემზარავია. მადლობას ვუხდი ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ხვალ სასწრაფო დებატები გამართულიყო სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა. გაათავისუფლეთ სააკაშვილი ახლავე", - წერს ფოტიგა
შეგახსენებთ, დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი დებატების გამართვა მოითხოვა, წინადადებას კი სხდომაზე მხარი დაუჭირეს.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press