უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნელ-ნელა კლავს.
ზელენსკიმ თქვა, რომ მას სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ფოტოები აჩვენეს.
„ეს არის უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. მე არ განვიხილავ კითხვას, რატომ დააკავეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რა შედეგები მოჰყვება ამას საქართველოს პოლიტიკასა და დემოკრატიაზე. ეს მათი შიდა კითხვაა. მე ვსაუბრობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველდღიურად საჯაროდ აწამებენ. ვფიქრობ, მათი მიზანი მისი მოკვლაა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვან დერ ბელენთან კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე მიხელ სააკაშვილის ფოტოები საერთაშორისო მედიას და დიპლომატებს უჩვენა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press