რუსმა ოკუპანტებმა ღამით დონეცკის რეგიონის ქალაქ კრამატორსკზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. აღნიშნულის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, პავლო კირილენკომ განაცხადა.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, ხოლო 21 დაშავდა. დაშავებულებიდან 8 საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კირილენკოს თქმითვე, საცხოვრებელ სექტორს "ისკანდერ-K" ტიპის რაკეტით დაარტყეს. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
"რუსულმა ჯარებმა ქალაქის საცხოვრებელ სექტორს ისკანდერ-K რაკეტით დაარტყეს. დაზიანდა სულ მცირე 8 საცხოვრებელი კორპუსი, მათგან ერთი მთლიანად განადგურდა. წინასწარი ინფორმაციით დაიღუპა 3 მშვიდობიანი მოქალაქე და 21 დაშავდა. შესაძლოა ხალხი ნანგრევების ქვეშ იყტოს",- განაცხადა კირილენკომ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press