Foto

ესპანეთი უკრაინაში 20 ჯავშანტრანსპორტიორს გაგზავნის

ესპანეთის თავდცის სამინისტრო მომავალ ორშაბათს, 6 თებერვალს, უკრაინაში M-113 ტიპის 20 ჯავშანტრანსპორტიორს გაგზავნის. 

როგორც Europa Press-ი წერს, აღნიშნული ინფორმაცია ესპანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, მარგარიტა რობლესმა გასულ კვირას, ლატვიაში ვიზიტის დროს დაადასტურა.

ესპანეთი ასევე მზადაა, უკრაინას საბრძოლო ტანკი Leopard 2A4 გადასცეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუბარია 4-6 ერთეული ტექნიკის გადაცემაზე.