მივმართავ საქართველოს მთავრობას, გააკეთოს ყველაფერი სააკაშვილის გადასარჩენად, შეინარჩუნოს პროევროპული სახე,- ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩიუსმა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებზე განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი საქართველოს მთავრობა იბრალებს, რომ არის პროევროპული და ამავდროულად უპირისპირდება დასავლეთს.
„ძვირფასო კოლეგებო, დღევანდელი საქართველოს მთავრობა იბრალებს, რომ არის პროევროპული და ამავდროულად უპირისპირდება დასავლეთს, ამავდროულად საზოგადოება საქართველოში არის პოლარიზებული. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა გააკეთა ძალიან ბევრი საქართველოსთვის, მან ჩაატარა რეფორმები და შეცვალა საქართველო. ის რაც ხდება დღეს, ეს არის შურისძიება წარსულზე, თუ მიზანმიმართული ქმედება?! მე მივმართავ საქართველოს მთავრობას, რომ მოიმოქმედოს ყველაფერი, რათა გადაარჩინოს მისი სიცოცხლე და შეინარჩუნოს პროევროპული სახე",- განაცხადა აუსტერვიჩუსმა.
ცნობისთვის, დებატები ევროპარლამენტარ ანნა ფოტიგას ინიციატივით ტარდება. 1-ელ თებერვალს, სხდომაზე ფოტიგამ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის შესახებ ყველა ინფორმირებულია. მის წინადადებას მხარი კენჭისყრაზე დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press