დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, საქართველოს მთავრობა ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
როგორც ლავროვმა ტელეკომპანია Россия 24-თან და სააგენტო РИА Новости-სთან ინტერვიუში თქვა, დასავლეთს სურს, საქართველო რუსეთის ფედერაციის „გამაღიზიანებლად“ აქციოს.
"ახლა საქართველოში, პრეზიდენტთან ერთად... არის მთავრობა... რომელიც უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, შეუერთდეს სანქციებს, გახსნას მეორე ფრონტი, ასეთი ტერმინოლოგიაც კი უკვე წავიდა იქ, ისინი (პრემიერი და საქართველოს მთავრობა - რედ.) ამბობენ - თქვენ იცით, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით. ჩვენ გვაქვს ვაჭრობა რუსეთთან, გვაქვს ტურიზმი და ვიღებთ ენერგორესურსებს", - განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ მთავრობის აღნიშნული მიდგომა "ქართულ სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს აკმაყოფილებს".
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press