ჩემი და ბევრი სხვა ქვეყნის მთავრობა ყურადღებით აკვირდება პროცესს და შეშფოთებულია, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა მესამე პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ელჩმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭირო სამედიცინო მომსახურებას იღებდეს.
"ვითარება სერიოზულია, როგორც გუშინ ვიხილეთ. ჩემი და ბევრი სხვა ქვეყნის მთავრობა ყურადღებით აკვირდება პროცესს და შეშფოთებულია. მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილი საჭირო სამედიცინო მომსახურებას იღებდეს. ვფიქრობ, ეს არის ის, რაზეც ყველა ფოკუსირებული ვართ. პირველ რიგში, გავიგოთ, რა არის დიაგნოზი, რა სჭირდება და რომ მთავრობა შესაბამის მზრუნველობას აწვდიდეს. ჩვენ ამ საქმეზე ყურადღებით დაკვირვებას გავაგრძელებთ", - განაცხადა კელი დეგნანმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press