რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, "მომდევნო უკრაინა" მოლდოვა გახდება.
მისივე თქმით, დასავლეთმა სპეციფიკური მეთოდებით მოახერხა მოლდოვაში დაეყენებინა პრეზიდენტი, რომელსაც აქვს რუმინეთის მოქალაქეობა, NATO-ში გარბის და მზადაა რუმინეთთან გაერთიანდეს.
მან დასძინა, რომ მოლდოვას მიერ არჩეული გზა, რომ შეუერთდეს სხვადასხვა დასავლურ ალიანსს მოლდოვის ხელისუფლების ანტირუსულ კურსს მოწმობს.
"დასავლეთმა მოახერხა, სპეციფიკური მეთოდებით, რომლებიც შორსაა დემოკრატიულისგან, დაეყენებინა მოლდოვაში პრეზიდენტი, რომელიც გარბის NATO-ში, მას აქვს რუმინეთის მოქალაქეობა და მზადაა, რუმინეთთან გაერთიანდეს და, ზოგადად, მზად არის პრაქტიკულად ყველაფრისთვის." - განაცხადა ლავროვმა.
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, დანიელ ვოდას განმარტებით კი, მოლდოვას აქვს სწრაფვა ალიანსებში გაწევრიანებისკენ, რაც გამოწვეულია ხელისუფლების და მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე.
დანიელ ვოდამ დასძინა, რომ ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადებები, ჩვეული რუსული მუქარის რიტორიკაა.
„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რუსი დიპლომატის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება და რუსული დიპლომატიის უკვე კარგად ცნობილი მუქარის და რიტორიკის ნაწილია“, - განაცხადა დანიელ ვოდამ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press