გუშინ უცნაური განცხადებები გააკეთა, ადვოკატები აძალებენო, საზღვარი აქვს ამ ყველაფერს, - ასე გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას.
ხაჭაპურიძის თქმით, იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საკვებს შეგნებულად არ იღებს, მას აქვს ინფორმაცია, შესაბამისად ის არის ჩვეულებრივი მოწმე.
"გუშინ უცნაური განცხადებები გააკეთა, ადვოკატები აძალებენო, საზღვარი აქვს ამ ყველაფერს. საიდან აქვს ამ ადამიანს ეს ინფორმაცია...აცხადებს, რომ სააკაშვილი არ ჭამს, ვერ ჭამს კი არა, მაშინ მას აქვს რაღაც ინფორმაცია, მოვიდეს და სასამართლოს მოახსენოს. მოწმეა ჩვეულებრივი", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარე არ არის დაინტერესებული სიმართლის დადგენაში, პატიმარს მუდმივი თვითდაზიანებისკენ და მდგომარეობის ხელოვნურად გაუარესებისკენ მოუწოდებენ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press