Foto

ლავროვი - მადლობა ღმერთს, ქვეყნის განვითარების გზას სალომე ზურაბიშვილი არ განსაზღვრავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს კარგად იცნობს და "მადლობა ღმერთს, ის არ განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების გზას".

ლავროვა ასევე გაიხსენა სალომე ზურაბიშვილთან შეხედრა, რომელიც 2004-2005 წლებში ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა და აღნიშნა, რომ მასთან ერთად ორი სამხედრო ბაზის შეთანხმებას ავითარებდა. 

​„ახლა საქართველოში, პრეზიდენტი, რომელიც, მადლობა ღმერთს, არ განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების გზას, ასრულებს უფრო საზეიმო ფუნქციებს... არის მთავრობა... არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ  ახლა მინდა კომპრომიტირება პოზიტიური სიტყვებით იმაზე, რასაც მთავრობა აკეთებს, მაგრამ მე უბრალოდ მოვიყვან ციტატებს პრემიერ-მინისტრის, ასევე მინისტრების, რომლებიც უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, რომ შეუერთდნენ სანქციებს და გაეხსნათ „მეორე ფრონტი“, ამბობენ: „ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით. ჩვენ გვაქვს ვაჭრობა რუსეთთან, გვაქვს ტურიზმი და ვიღებთ ენერგომატარებლებს“, - განაცხადა ლავროვმა.