Foto

დეკანოიძე - პროპაგანდა, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“, ლავროვის განცხადებებმა გაამყარა

პროპაგანდა, რომელიც აქვს ქართულ ოცნებას, გაამყარა ლავროვის განცხადებებმა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსული პროპაგანდა, რომელიც გულისხმობს, რომ ქვეყნები, რომლების საქართველოს საერთაშორისო სანქციებში ჩართვისკენ მოუწოდებენ, სურთ ქვეყნის ომში ჩართვა არის ნებისმიერ შემთხვევაში ტყუილი.

"ლავროვის განცხადება პირდაპირი დასტურია იმისა, რომ პროპაგანდა, რომელიც აქვს ქართულ ოცნებას, რომ ყველა, ვინც დასავლეთის, უკრაინის მომხრეა, ვინც საერთაშორისო სანქციებს შეუერთდა, ამ ადამიანს, საერთაშორისო პარტნიორებს სურთ, რომ საქართველო ჩართონ ომში, ეს არის პროპაგანდა, რომელიც გაამყარა ლავროვმა. ნებისმიერ შემთხვევაში, ტყუის ლავროვიც, ქართული ოცნების პროპაგანდაც, იმიტომ რომ ევროკავშირის და NATO-ს ქვეყნები არიან ყველაზე დაცული და უსაფრთხო ქვეყნები", - განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთის ზეწოლას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, საქართველოს მთავრობა ეროვნული ინტერესებით პასუხობს.