გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის მიზნით. მზად ვარ, პირადად წავიყვანო ის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა, რომელიც საკუთარ თავს უფლებას აძლევს ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მოკლას თავისი ყოფილი ლიდერი, ისტორიულ ცოდვას სჩადის.
“ნებისმიერი პრეზიდენტი ადამიანია, მაგრამ ასევე - ინსტიტუტი. ქვეყანა, რომელიც საკუთარ თავს უფლებას აძლევს ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მოკლას თავისი ყოფილი ლიდერი, ისტორიულ ცოდვას სჩადის, რომლის ამორეცხვაც რთული იქნება. არ დაუშვათ, რომ ეს მოხდეს. გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის მიზნით. მზად ვარ, პირადად წავიყვანო ის. გააკეთეთ ეს", - წერს პოდოლიაკი.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press