უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის ღირებულებამ 600 მილიარდ ევროს გადააჭარბა, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
მისივე თქმით, ომის დროს სრული აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ შესაძლოა სწრაფი აღდგენა, რომელიც უკრაინამ ახლავე უნდა დაიწყოს.
მან დასძინა, რომ სწრაფი აღდგენის ეტაპი, სავარაუდოდ, 17 მილიარდი ევრო დაჯდება, აქედან 3.5 მილიარდის შეგროვება უკრაინამ უკვე შეძლო, დანარჩენზე კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ომის დროს სრული აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ საჭიროა სწრაფი აღდგენა. ჩვენ არ შეგვიძლია არ აღვადგინოთ ენერგომომარაგება, წყალმომარაგება და საავადმყოფოები.
სწრაფი აღდგენის ეტაპი, სავარაუდოდ, 17 მილიარდი ევროს დაჯდება. 3.5 მილიარდი უკვე შეგროვდა, დანარჩენზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, - განაცხადა შმიგალმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press