შენ შეგიძლია იმოქმედო, რატომ დუმხარ, - ასე მიმართავს ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი საფრანგეთის პრეზიდენტს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
როგორც ევროპარლამენტარი Twitter-ზე წერს, ბიძინა ივანიშვილმა, რომლის "პირადი მძევალიცაა" სააკაშვილი, ფრანგული პასპორტი იყიდა, სალომე ზურაბიშვილი კი, რომელიც ექსპრეზიდენტის შეწყალებაზე უარს აცხადებს, ყოფილი ფრანგი დიპლომატია.
"ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლიც აკონტროლებს საქართველოს და რომლის პირადი მძევალიცაა სააკაშვილი, საფრანგეთის პასპორტი იყიდა. საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც უარს ამბობს სააკაშვილის შეწყალებაზე, ყოფილი ფრანგი დიპლომატია. ემანუელ მაკრონ - შენ შეგიძლია იმოქმედო, რატომ დუმხარ?" - წერს გლუკსმანი.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press