Foto

კობახიძე - უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა წარსულის ცოდვები მოინანიონ, დღევანდელი დანაშაულები გამოასწორონ და მერე ისაუბრონ

ვიდრე რამეზე ისაუბრებენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, მანამდე საკუთარი წარსულის ცოდვები მოინანიონ, დღევანდელი დანაშაულები გამოასწორონ და მერე გადავიდნენ სხვა რაღაცებზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ ცოტა ხნის წინ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლება "წლების მანძილზე ინახავდა ქვეყანაში კრიმინალ სააკაშვილს და დღემდე 10-მდე კრიმინალს ინახავს".

"უკრაინის ხელისუფლება, სამწუხაროდ, ჩვენი ისტორიული მეგობრობის მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლება წლების მანძილზე ინახავდა კრიმინალ სააკაშვილს თავის ქვეყანაში და დღემდე ისინი ინახავენ 10-მდე გამოჩენილ კრიმინალს, მათ შორის ვინც არიან წამებასა და მსგავსი ტიპის დანაშაულებში მხილებული პირები. ამ დამნაშავეებს დღემდე ინახავენ ისინი უკრაინაში მიუხედავად იმისა, რომ მათ შეფარდებული აქვთ საქართველოში სასჯელი შესაბამისი დანაშაულებისთვის. უფრო მეტიც, ამ კრიმინალების ნაწილი არის ძალიან მაღალ თანამდებობებზე უკრაინის ხელისუფლებაში და მათ გამოგვიგზავნეს ჩვენ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, რაც აღიარეს "ნაცმოძრაობის" ლიდერებმაც - პირდაპირ საუბრობდნენ ისინი უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების ჩართულობაზე იმ სპეცოპერაციაში, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი გამოგზავნილი იქნა საქართველოში. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვიდრე რამეზე ისაუბრებენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, მანამდე საკუთარი წარსულის ცოდვები მოინანიონ, დღევანდელი დანაშაულები გამოასწორონ და მერე გადავიდნენ სხვა რაღაცებზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.