ჩემი ექიმები, ჩემი მედდები, რომელთაც ჰყავთ ოჯახები, მუდმივი წნეხის პირობებში იმყოფებიან. მათ პირად შეტყობინებებში აყენებენ შეურაცხყოფებს, არის მუქარები და ჩვენ ეს შეგვიძლია წარმოვადგინოთ, - ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ განაცხადა.
როგორც ნადირაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესზე თქვა, მესამე პრეზიდენტის მკურნალობასთან დაკავშირებით პოლიტიკური მდგენელი არსებობს, რაც კლინიკას "ბევრი მიმართულებით ხელს უშლის".
"ამ პაციენტის მკურნალობაში, მთავარი არის ის, რომ არის დიდწილად პოლიტიკური მდგენელი, რაც რა თქმა უნდა, ხელს გვიშლის ძალიან ბევრი მიმართულებით. პირველივე დღიდან არის წნეხი, პირველივე დღიდან გვიცხადებენ უნდობლობას. ჩვენ მიერ გამოთქმულ ყველა მოსაზრებას, დასმულ დიაგნოზებს, გაწერილ სამკურნალო ღონისძიებებსა თუ დიაგნოსტიკურ კვლევებს მუდმივ რეჟიმში უცხადებენ უნდობლობას, ეს გამოიხატება შეურაცხყოფების კასკადით, ცალკეულ ექიმებზე ზეწოლებით, რის გამოც, მე მუდმივად მიწევს "სტაფის" შერჩევა, ფინანსური წახალისება, მორალური დამშვიდება და ეს მუდმივად მაქვს პრობლემად იმიტომ, რომ მე მიჩვეული ვარ ჩემზე ზეწოლას, ბულინგს - ამას კარგად ვიტან შეძლებისდაგვარად, რადგან არ მაქვს უფლება, რომ ხელები ჩამოვუშვა, მაგრამ ჩემი ექიმები, ჩემი მედდები, რომელთაც ჰყავთ ოჯახები, მუდმივი წნეხის პირობებში იმყოფებიან. მათ პირად შეტყობინებებში აყენებენ შეურაცხყოფებს, არის მუქარები და ჩვენ ეს შეგვიძლია წარმოვადგინოთ", - განაცხადა ნადირაძემ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობას ამ წუთებში განიხილავს.
ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.
მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press