როცა უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველოში, მოლდოვაში, ბალტიის ქვეყნებსა და მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთის დამატებითი აგრესიის საფრთხეს მოვხსნით, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.
ჯონსონის თქმით, საფრთხის მოხსნა მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური შეფერხებების რისკებს დაასრულებს.
"როცა უკრაინა გაიმარჯვებს და ის გაიმარჯვებს, როცა პუტინს უკან დაახევინებენ, საქართველოში, მოლდოვაში, ბალტიის ქვეყნებსა და მთელ აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის დამატებითი აგრესიის საფრთხეს მოვხსნით. საფრთხის მოხსნით, დავასრულებთ დამატებითი ეკონომიკური შეფერხებების ისეთ რისკებს, როგორიცაა გაზის და საკვების ფასების მკვეთრი ზრდა, რაც ჩემს ქვეყანაში, აშშ-სა და მსოფლიოს გარშემო ადამიანებს შეეხოთ", - განაცხადა ჯონსონმა.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press