ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინაში ჩავიდა. მიშელი კიევში დაესწრება უკრაინა-ევროკავშირის სამიტს, რომელიც დღეს გაიმართება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინას ყველა ნაბიჯს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მხარს დაუჭერენ.
კიევში ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელიც იმყოფებიან.
ცნობისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გუშინ, 2 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ EU ომის წლისთავზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press