ის არის თვითდაზიანების რეჟიმში. ადამიანი თუ მიიღებს საკვებს, შეჭამს საჭმელს, არანაირი პრობლემა არ ექნება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე შეკითხვას, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცალკეული ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ შეფასებებს ეხებოდა.
მისივე თქმით, კონკრეტული ევროპარლამენტარების განცხადებები არ ასახავს სინამდვილეს და მიმართულია პოლარიზაციისკენ.
„არანაირი დებატები არ გამართულა ევროპარლამენტში. ორი კაციც არ ესწრებოდა, აბსოლუტურად ცარიელი იყო დარბაზი. გამოდიოდნენ ის ადამიანები, ვის განცხადებებსაც ვისმენთ ბოლო დროის განმავლობაში, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს და მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ პოლარიზაციისკენ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხელისუფლება, პენიტენციური დაწესებულება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოება იყოს დაცული. სააკაშვილი გამონაკლისია, რომელიც არის თვითდაზიანების რეჟიმშია. ადამიანი თუ მიიღებს საკვებს, არანაირი პრობლემა არ ექნება. ის არის თვითდაზიანების რეჟიმში და ამ ყველაფერში ხელს უწყობს მისი გარემოცვა, ოჯახის, პარტიის წევრები და ასე შემდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press