Foto

ზელენსკი - თუ შორ დისტანციაზე მომუშავე ტექნიკის მიწოდების პროცესი დაჩქარდება, დავიწყებთ დონბასის დეოკუპაციას

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დონეცკის რეგიონში, ბახმუტის ფრონტის ხაზიდან უკრაინული ჯარების გაყვანა არ მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ შორ დისტანციაზე მომუშავე ტექნიკის მიწოდების პროცესი დაჩქარდება, უკრაინა დაიწყებს დონბასის დეოკუპაციას, რომელიც ოკუპირებულია 2014 წლიდან.

მან დასძინა, რომ უკრაინა იბრძოლებს, იქამდე სანამ ძალა შესწევს.

"ბახმუტს არავინ დათმობს. ჩვენ ვიბრძოლებთ რამდენადაც შეგვიძლია. თუ შორ დისტანციაზე მომუშავე ტექნიკის მიწოდების პროცესი დაჩქარდება, ჩვენ არამარტო არ მოვშორდებით ბახმუტს, არამედ დავიწყებთ დონბასის დეოკუპაციას, რომელიც ოკუპირებულია 2014 წლიდან“, - განაცხადა ზელენსკიმ.