რუსეთი და რუსული საზოგადოება უკვე ძვირს იხდის სანქციების გამო, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მზადება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტიზე, რომლის დამტკიცებასაც 24 თებერვლამდე აპირებენ.
მან დასძინა, რომ სანქციების მე-10 პაკეტის მოცულობა დაახლოებით, 10 მილიარდი ევრო იქნება.
“რუსეთი და რუსული საზოგადოება უკვე ძვირს იხდის სანქციების გამო. მზადდება სანქციების მეათე პაკეტი, ჩვენ ვაპირებთ მის შემოღებას 24 თებერვლამდე. მისი მოცულობა, დაახლოებით, 10 მლრდ ევრო იქნება...სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ უფრო ღრმად ვიკვლევთ იმ კომპონენტებს, რომლებიც აღმოჩენილია, მაგალითად, დრონებში, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი ხელმისაწვდომი არ იქნება რუსეთისთვის", - განაცხადა ურსულამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press