Foto

შარლ მიშელი - ჩვენ არ გვეშინია კრემლის, რადგან უკრაინა და ევროკავშირი ერთი ოჯახია

ევროკავშირი დაგიჭერთ მხარს ყველაფრით. ჩვენ არ გვეშინია კრემლის, რადგან უკრაინა და ევროკავშირი ერთი ოჯახია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კიევში ევროკავშირი-უკრაინის სამიტზე განაცხადა. 

მისივე თქმით, უკრაინის მომავალი ევროკავშირია, ვინაიდან უკრაინელებმა გააკეთეს არჩევანი თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ.

"ჩვენ აქ ვართ მკაფიო მესიჯით ორ საკითხზე. პირველი მესიჯი არის თქვენ და უკრაინელ ხალხს: ევროკავშირი დაგიჭერთ მხარს ყველაფრით. ჩვენ არ გვეშინია, არ გვეშინია კრემლის, რადგან უკრაინა და ევროკავშირი ერთი ოჯახია. ჩემი მეორე მესიჯი არის, რომ უკრაინის მომავალი ევროპულ კავშირშია. უკრაინელებმა მკაფიო არჩევანი გააკეთეს თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ. თქვენი მომავალი ჩვენთანაა. თქვენი ბედი - ჩვენი ბედია.", - თქვა მიშელმა.