Foto

ფოტიგა - იმედი მაქვს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გათავისუფლდება

იმედი მაქვს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გათავისუფლდება. პოლონელი დიპლომატები და პრეზიდენტები ჩართული არიან საქართველოს ხელისუფლებასთან შუამავლობაში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის ციხეში ყოფნა საშინელი გამოცდილებაა, როგორც მას ადვოკატისგან ინფორმაცია აქვს, სააკაშვილისთვის არასწორი მედიკამენტების მიწოდება ხდებოდა.

მან დასძინა, რომ რთულია იმის თქმა სახელმწიფო ამას განზრახ აკეთებდა თუ არა, მაგრამ ფაქტია ამ ყოველივემ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ნეგატიურად იმოქმედა, რაც სამედიცინო დიაგნოზებში დასტურდება.

"როგორც ჩანს, მისთვის ციხეში ყოფნა საშინელი გამოცდილებაა. თვეების განმავლობაში ჩვენ ვიბრძოდით ევროპარლამენტის მრავალპარტიულ ჯგუფში, რომ ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლდეს და საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება მიეცეს. სტრასბურგში ევროპარლამენტის ბოლო სესიაზე, მე ვუმასპინძლე მის ოჯახს, მათ შორის მის შვილს

რთულია იმის თქმა განზრახ ხდებოდა თუ არა ეს. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ ნეგატიური გავლენა იქონიეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, რომელიც დადასტურდა სამედიცინო დიაგნოზით", - განაცხადა ფოტიგამ.