ყირიმზე კიევის თავდასხმის შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ კიევი ყირიმს დაარტყავს არანაირი მოლაპარაკებები არ გაიმართება, იქნება მხოლოდ საპასუხო დარტყმები და მთელი უკრაინა, რომელიც კიევის მმართველობის ქვეშ არის განადგურდება.
“ [თუ კიევი დაარტყავს ყირიმს] ამ შემთხვევაში მოლაპარაკებები არ იქნება, იქნება მხოლოდ საპასუხო დარტყმები. მთელი უკრაინა, რომელიც კიევის მმართველობის ქვეშ დარჩება, დაიწვება ჩვენ არ ვუწესებთ საკუთარ თავს შეზღუდვებს და, საფრთხის ბუნებიდან გამომდინარე, მზად ვართ გამოვიყენოთ ყველა სახის იარაღი ჩვენი დოქტრინული დოკუმენტების შესაბამისად, ბირთვული შეკავების საფუძვლების ჩათვლით", - განაცხადა მედვედევმა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი &bdquo...
ისრაელმა ირანში 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა და ...
უკრაინის თავდაცვის ძალებმა, ბოლო 24 საათის განმ...
უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსეთის მხრიდან მასშტ...
რუსეთმა გასულ ღამეს ჩერნიგოვზე დრონებით იე...
Mana press